კავკასიის რეგიონში საქართველო ლოდერი ქვეყნის პოზიციას ინარჩუნებს
კავკასიის რეგიონში საქართველო ლოდერი ქვეყნის პოზიციას ინარჩუნებს. ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, საქართველომ მეზობელ აზერბაიჯანს და სომხეთს მოლაპარაკებისთვის თბილისის პლატფორმა არაერთხელ შესთავაზა. ოფიციალური თბილისის ძალისხმევა, რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად და პროცესში მედიატორის როლი უყურადღებოდ არ დარჩენია ილჰამ ალიევს. იანვარში, დავოსის ეკონომიკური ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიდერები ისტორიულად სწორედ საქართველოში იკრიბებიან. საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა, კონფლიქტების დიპლომატიური გზით მოგვარებას ითვალისწინებს.
