ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის ორი წელი
პრემიერ-მინისტრად ყოფნის ორი წელი და ირაკლი ღარიბაშვილის მიღწევები და გამოწვევები. ღარიბაშვილს და სამთავრობო გუნდს პარლამენტმა ნდობა 2021 წლის 22 თებერვალს გამოუცხადა. ღარიბაშვილის მმართველობის პერიოდში მიღწეულია რეკორდული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წინასწარი პროგნოზის მიხედვით, წლის ბოლოს, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 80 მილიარდი ლარი იქნება და ერთ სულ მოსახლეზე 8 000 დოლარს გაუტოლდება. მნიშვნელოვნადაა შემცირებული უმუშევრობის დონე. საქსტატის მონაცემებით, გაიზარდა საშუალო ხელფასის ოდენობა. მათ შორის საჯარო მოხელეთა ყოველთვიური შემოსავალი. იანვრიდან მოიმატა პენსიამ და სოციალური დახმარების ოდენობამ. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა და გარკვეულ მედიკამენტებზე ფასები შემცირდა.
