უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი
სპეკულაციების საპასუხოდ ხალხის ძალა პარლამენტში ამერიკული კანონმდებლობის ანალოგს შეიტანს. „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონს საზოგადოებრივ მოძრაობაში თარგმნიან და დოკუმენტი მზად რამდენიმე დღეში იქნება. ხალხის ძალის პროექტსა და ამერიკულ კანონს რამდენიმე საკითხი განასხვავებს. მათ შორის შეერთებულ შტატებში მკაცრი რეგულაციები მოქმედებს, და კანონი ეხება ფიზიკურ პირებსაც. ხალხის ძალის განცხადებით კი მათი პროექტი უფრო ლიბერალურია, შეზღუდვებს არ ითვალისწინებს და საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
