შინაგან საქმეთა მინისტრის ანგარიში
ვახტანგ გომელაურის მინისტრის საათი პარლამენტში ხუთ საათს გაგრძელდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენას ოპოზიციიდან მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი ესწრებოდა. ქვეყნის პირველმა პოლიციელმა გასული წელი შეაჯამა. გაზრდილია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი. გომელაურმა ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და განხორციელებულ რეფორმებზე. მინისტრმა კონკრეტული მონაცემებით უპასუხა იმ კითხვებსაც, რომლებიც ბოლო პერიოდში ოპოზიციის მხრიდან აქტუალურია- მათ შორის რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის საკითხი. მინისტრმა თქვა, რომ საგანგაშო სტასტიტიკა არ არის. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთიდან საქართველოში 913 ათასი ადამიანი შემოვიდა, ხოლო ქვეყანა დატოვა 866 ათასმა. ასევე ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მასობრივად არ ტოვებენ და თემით, მინისტრის განცხადებით, ოპოზიცია მიზანმართულად სპეკულირებს.
