საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 10 წელი გავიდა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 10 წელი გავიდა. თუ უმნიშვნელოვანესი პროექტის დანერგვამდე, მოქალაქეებს ჯანმრთელობაზე ზრუნვა საკმაოდ ძვირი უჯდებოდათ, 2013 წლიდან ჯანდაცვის სერვისები ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა. ექვსი მილიარდ შვიდასი მილიონი - სწორედ ეს თანხა დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოქალაქეთა ჯანდაცვის საჭიროებებზე პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე. 880 მილიონი ლარი - მოქალაქეთა ჯანდაცვა რომ პრიორიტეტულია, მთავრობის მიერ, 2023 წლისთვის გამოყოფილი სახსრებიც ადასტურებს.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
