ანაკლიის პორტის მშენებლობა წელს დაიწყება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ირგვლივ ოპოზიციის სპეკულაციებს, წერტილი დაესმევა. სტრატეგიული მნიშვნელობის პორტის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოცხადდა. რამდენიმე თვეში, სახელმწიფო საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, პროექტის საუკეთესო ინვესტორს გამოავლენს. პარალელურად, განახლდება გარკვული კვლევებიც. კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი სახელმწიფო იქნება, კერძო პარტნიორს კი, 49 პროცენტი ერგება.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
