რუსეთი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობას აჩერებს
ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა ფედერალურ საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს მეშვეობით აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ულტიმატუმს აყენებს და ყველა პუნქტის შესრულებას ითხოვს. სიტყვით გამოსვლის დროს, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში არსებულ ვითარებას ნებიჯ-ნაბიჯ მოაგვარებს. ამასთან, კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდის პარალელურად, რუსეთს თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერება მოუწევს.რუსეთის ლიდერმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გაღვივებაში, დასავლეთი დაადანაშაულა.
