პროდუქტებზე ფასს კანონი დაარეგულირებს
პირველადი მოხმარების პროდუქტებზე რომ ფასები დასარეგულირებელია, ამაზე პარლამენტშიც თანხმდებიან. სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, რომ კანონი ბაზარზე შექმნილ ვითარებას გამოასწორებს. ოპოზიციის ნაწილი კი, საკუთარი არგუმენტით კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. შეგახსნებთ, პრემიერმა ეკონომიკის სამინისტროს დავალება მისცა, უმოკლეს დროში მოამზადოს კანონპროექტი, ევროდირექტივების გათვალისწინებით , რომელიც სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებს დაეფუძნება. მისი მიზანია, ბაზარზე პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასების დარეგულირება . კანოანპროექტის მიღება დაგეგმილა საგაზაფხულო სესიაზე.
