გაყოფილი "ნაცმოძრაობა"
"ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ბოიკოტი არ მოსწონს ოპოზიციას. მათი განცხადებით, ბრძოლა აუცილებელია როგორც ქუჩაში, ისე საკანონმდებლო ორგანოში. რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" რესურსი აღარ აქვს და ის მილევადი პარტიაა.
