ბაკურიანში ფრისკის, სნოუბორდისა და ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება
ბაკურიანში ფრისკის, სნოუბორდისა და ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. დღეს მედლები სნოუბორდის პარალელურ სლალომში გათამაშდება, ფინალური შეხვედრები ამ წუთებში მიმდინარეობს. ქართველმა სპორტსმენმა რევაზ ნაზღაიძემ კვალიფიკაცია ვერც ამჯერად გაიარა და საუკეთესო ოცდათორმეტ მონაწილეს შორის ვერ მოხვდა. პარალელურად, დიდველის ტრასაზე სლოუფსთაილში ლუკა ჩოფიკაშვილმა და ბუთა ელოშვილმა, "სკი კროსში" კი, დავით თედიაშვილმა, ბექა ბერძენიშვილმა და ლაშა კურტანიძემ, წინასატურნირო ვარჯიში ჩაატარეს.
