ტრამპის განცხადება
დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში ომის დასრულებას ერთ დღეში შეძლებს. ფლორიდის შტატში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე, შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ როგორც კი შტატების პრეზიდენტი გახდება, იმავე დღეს ვლადიმირ პუტინს და ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს და არსებული მდგომარეობის დარეგულირების მიზნით, შეხვედრას დაგეგმავს. დონალდ ტრამპის განმარტებით, აღნიშნული სატელეფონო ზარების და პირისპირ შეხვედრის შემდეგ, შეთანხმებას 24 საათში მიაღწევენ. ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება. რამდენიმე თვის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატურას კვლავ წარადგენს.
