რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შედეგად, გერმანიის ეკონომიკამ გასულ წელს 100 მილიარდი ევროს ეკონომიკური დანაკარგი განიცადა
ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტში განაცხადეს. 2022 წელს ელექტროენერგიაზე ფასები 34,7 პროცენტით გაიზარდა. ბუნებრივ აირსა და ნავთობზე კი, ფასებმა 87 პროცენტით მოიმატა. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპულმა ქვეყნებმა, კრემლის წინააღმდეგ რიგი სანქციები აამოქმედეს. მათი დიდი ნაწილი კი სწორედ ენერგორესურსებს მოიცავდა. როგორც გერმანიის ეკონომიკური სწავლების ინსტიტუტი იუწყება, აღნიშნული შეზღუდვებით სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტად გერმანია დაზარალდა.
