ლიზ ტრასი: ბრიტანეთს უკრაინაში ომის დაწყებამდე უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა
დიდ ბრიტანეთს უკრაინაში ომის დაწყებამდე უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა. აღნიშნული განცხადება ლიზ ტრასმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, დიდი ბრიტანეთი ვლადიმირ პუტინის რიტორიკას უფრო მძლავრად უნდა დაპირისპირებოდა. ლიზ ტრასმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ პირველი ცნობა, გამანადგურებელი იყო, თუმცა მოულოდნელი არ ყოფილა. თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლის დროს, ლის ტრასმა აღნიშნა, რომ პუტინს არ ეგონა, დასავლეთი გადამჭრელ ზომებს თუ მიიღებდა. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზად , სწორედ აღნიშნული ფაქტორი დაასახელა.
