თურქეთში 20 თებერვლის საღამოს მომხდარი მიწისძვრების შედეგად, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა იზრდება
ჰათაის პროვინციაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს,. თურქეთის ხელისუფლება მოსახლეობას მოსალოდნელი განმეორებითი ბიძგების შესახებ აფრთხილებს. ჯამში, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობა 47 ათასს აჭარბებს.
