ცაგერში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს
ჩქუმი-ქულბაქის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, კლდე ჩამოიშალა. არსებული ინფორმაციით, კლდის მასის ქვეშ ადგილობრივი მოყვა, რომელიც სტიქიის დროს ავტომობილით გადაადგილდებოდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ. სპეციალურ სამსახურებთან ერთად, იქ იმყოფება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული.
