პროდუქტებზე ფასს კანონი დაარეგულირებს
პირველადი მოხმარების პროდუქტებზე რომ ფასები დასარეგულირებელია, თანხმდებიან პარლამენტში . სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, რომ კანონი ბაზარზე შექმნილ ვითარებას გამოასწორებს . ოპოზიციის ნაწილი კი, საკუთარი არგუმენტით კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. შეგახსნებთ, პრემიერმა ეკონომიკის სამინისტროს დავალება მისცა, უმოკლეს დროში მოამზადოს კანონპროექტი, ევროდირექტივების გათვალისწინებით , რომელიც სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებს დაეფუძნება. მისი მიზანია, ბაზარზე პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასების დარეგულირება . კანოანპროექტის მიღება დაგეგმილა საგაზაფხულო სესიაზე.
