საგანგებო გზავნილით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, დღეს ფედერალურ ასამბლეას მიმართავს
კრემლის ლიდერის სიტყვით გამოსვლა, შუადღისას დაიწყება. ვლადიმერ პუტინის მიერ დაგეგმილი საუბრის დეტალები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც კრემლის პრეს სპიკერი აცხადებს პუტინი ყურადღებას გაამახვილებს ციტატა - „სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან“ დაკავშირებულ საკითხებზე, ეკონომიკასა და სოციალურ პრობლემებზე.
