შეერთებული შტატები უკრაინას 460 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს
ამის შესახებ შტატების თავდაცვის დეპარტამენტი იტყობინება. უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის დამატებითი საბრძოლო მასალა ჰაიმარსის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემისთვის, საარტილერიო ჭურვები და ნაღმტყორცნები. პაკეტი ასევე მოიცავს ოთხ სარადარო სისტემას, ჯაველინის დამატებით ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და ასაფეთქებელ ჭურვებს, დაახლოებით 2 ათას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას, „ბრედლის“ ტიპის ოთხ საბრძოლო მანქანას, საკომუნიკაციო და სამედიცინო აღჭურვილობას , ასევე სამხედრო ტექნიკის სათადარიგო ნაწილებს.
