სავალუტო ფონდის მხარდაჭერა უკრაინას
უკრაინა მსოფლიო სავალუტო ფონდთან, 15 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი, მრავალწლიანი პროგრამის დაწყებას იმედოვნებს, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, დენის შმიგალმა, კიევში მსოფლიო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის ვიზიტის შემედეგ განაცხადა. კრისტალინა გრიგორევა უკრაინის დედაქალაქს გუშინ, ჯო ბაიდენის პარალელურად ესტუმრა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დმიტრი შმიგალთან შეხვედრების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდი, უკრანისთვის ორ ნაწილიან პროგრამას ამზადებს, რომელიც დაუყოვნებლივ, ფინანსური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერას ითვალისწინებს, რაც ქვეყნის აღდგენას შეუწყობს ხელს“. უკრაინისთვის ხუთ მილიარდ ნახევარი დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფას გეგმავს იაპონიაც.
