პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს
პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. სალომე ზურაბიშვილის პოზიცია დღის ბოლო ადმინისტრაციის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. „ხალხის ძალის“ ინიციატივა კი უკვე პარლამენტშია. ავტორები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ იმას, რაც პროექტშიც წერია, რომ იდეა და მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა და არა ვინმეს საქმიანობის შეზღუდვა ან მითუმეტეს დევნა. არგუმენტები ბევრისთვის, და როგორც ჩანს, არც პრეზიენტისთვის კმარა. საერთაშორისო პრაქტიკის მიუხედავად, საქართველოში კანონპროექტი მაინც პროტესტს იწვევს და ეს საკანონდებლო ორგანოშიც ისმოდა.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
