უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1 წლისთავის მოახლოების ფონზე, კიევს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოულოდნელად ესტუმრა
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1 წლისთავის მოახლოების ფონზე, კიევს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოულოდნელად ესტუმრა. ჯო ბაიდენი, უკრაინის დედაქალაქში ღირსების რევოლუციის დროს დაღუპულთა მემორიალს, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ეწვია. შემდეგ კი ლიდერებმა პირისპირ შეხვედრა და ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ბაიდენმა უკრაინას ამერიკის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა და 500 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს დაჰპირდა. ამერიკის პრეზ\იდენტმა უკრაინაში ვიზიტი უკვე დაასრულა.
