ამერიკელი სენატორის, ბერნი სანდერსის თქმით, ოლიგარქები არა მხოლოდ რუსეთს, არამედ სხვა ქვეყნებსაც მართავენ
ამერიკელი სენატორის, ბერნი სანდერსის თქმით, ოლიგარქები არა მხოლოდ რუსეთს, არამედ სხვა ქვეყნებსაც მართავენ. ამის შესახებ მან ბრიტანულ გარდიანთან საუბრისას აღნიშნა. 81 წლის სენატორი ვერმონტიდან თავის წიგნზე საუბრობს, სახელწოდებით „არა უშავს, რომ კაპიტალიზმზე გაბრაზებული ხარ“. წიგნის მთავარი თემა აღშფოთებაა იმ უთანასწორობით, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ეკონომიკაში ფიქსირდება. სენატორი აღნიშნავს, რომ ოლიგარქები არა მხოლოდ რუსეთს, არამედ შეერთებულ შტატებსაც მართავენ. ბერნი სანდერსი აღნიშნავს, რომ გლობალური ოლიგარქია არის საკითხი, რომელზეც მეტად უნდა ვისაუბრო.
