GWP-ის განცხადება
დღეს, 20 თებერვალს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, იოანე პეტრიწის ქუჩაზე მაგისტრალური ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე გადაუდებელ აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოები საღამოს 19:00 საათზე დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს საღამოს 19:00 საათიდან 21 თებერვლის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაჟა-ფშაველას I და II კვარტალს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ნუცუბიძის, დელისის, ბუდაპეშტის და მიმდებარე ქუჩებს. ასევე დიღომი 7-ს, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, გიორგი ბრწყინვალეს და მიმდებარე ქუჩებს. ზაჰესის ქუჩების ნაწილს, სოფელ ნატახტარს, წიწამურს და ქალაქ მცხეთას.
