სახელმწიფო ბრალდება ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს
სახელმწიფო ბრალდება ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორებმა ესებუას ბრალდების საქმის განხილვის დროს დააყენეს. ასევე საქმის პროკურორებმა ბრალდებულისგან სუნის და ხმის ნიმუშის აღება მოითხოვეს, რაც დამატებით მტკიცებულებებად საქმეს დაერთვება. ესებუას ადვოკატებმა შუამდგომლობაზე საპასუხოდ დრო ითხოვეს. მომდევნო პროცესი 22 თებერვალს ჩატარდება. სასამართლო სხდომას ესწრებოდა თავად ბადრიე სებუა. მან მხოლოდ ის თქვა რომ ბრალს არ აღიარებს.
