საქართველო-უკრაინა
საქართველომ, იმ პირობებში, რომელშიც არის, უკრაინისადმი ისეთი სოლიდარობა გამოიჩინა, რომელსაც ასეთ მდგომარეობაში მყოფი არცერთი ქვეყანა არ გამოიჩენდა - განცხადებას, პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს. მისი თქმით, საქართველო არც ნატო-ს ქოლგითაა დაცული და არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქვეშ არის და მიუხედავად ამისა, „საერთაშორისო ფორმატებში ყველაზე ხმამაღალია“. განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ბიუროს სხდომაზე, თეონა აქუბარდიას შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.
