პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე მიგრაციასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს ეხმაურება
პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე მიგრაციასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს ეხმაურება. ირაკლი კობახიძემ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2018-2021 წლებში ქვეყნიდან მხოლოდ 29 000 ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა, ხოლო 2004-2012 წლებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ვერ სარგებლობდნენ, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 221 ათასი შეადგინა. ირაკლი კობახიძემ დაწერა, რომ ვინც ქვეყნის დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებაზე რეალურად ზრუნავს, სპეკულაციების ნაცვლად საქმიანი წინადადებები უნდა წარმოადგინოს.
