საქართველოს ეროვნული ინტერესები, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაზე გადის, ამ თემაზე დღეს პრემიერმა, მთავრობის სხდომაზე ვრცლად ისაუბრა
ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენში გამართული უსაფრთხოების კონფერენციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რთული ვითარებაა შექმნილი და არ არის ცნობილი, თუ როდის დასრულდება ომი უკრაინაში. ასე რომ, უნდა გავაგრძელოთ იმ ინტერესების გატარება, რომლებიც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას სჭირდება - აცხადებს მთავრობის მეთაური.
