ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შესახებ წერს
ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შესახებ წერს. „ევროპის საინვესტიციო ბანკი მოუთმენლად ელის საქართველოსთან ეფექტიან თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილე თანამშრომლობა დაკავშირების, ციფრული ეკონომიკის, განახლებადი ენერგომატარებლებისა და კერძო სექტორის განვითარების კუთხით,“- აცხადებს ვერნერ ჰოიერი.
