საწვავის ფასი
ნავთობის იმპორტიორები დაგვპირდნენ, რომ საწვავის ფასს შეამცირებენ - ევროპის ქვეყნებმა ფასის ზედა ზღვარი განსაზღვრეს, ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება და საუბრის იმედი გვაქვს - განცხადებას, საქართველოს პრემიერ მინისტრი აკეთებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ იმპორტიორები ნავთობზე ადეკვატურ მარჟებს არ დააწესებენ, მთავრობას მათ საწინააღმდეგოდ ბერკეტები ექნება. მისივე თქმით, ევროპაში ნავთობის ფასის ზედა ზღვარი არსებობს, რისი დაწესებაც მთავრობას საქართველოში არ სურს, ამიტომ იმედი აქვთ იმ საუბრის, რომელიც ნავთობიმპორტიორებთან გაიმართა.