სურსათის ფასი
სურსათის ფასებთან დაკავშირებით მომზადდება ევროდირექტივის შესაბამისი კანონპროექტი, პარალელურად, გავაგრძელებთ მუშაობას მსხვილ იმპორტიორებთან - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით პროდუქტებზე ფასების დასარეგულირებლად ახალ კანონპროექტზე მუშაობას ეკონოიმიკის სამინისრო დაიწყებს და ამით რეალურად სამართლიანი წესები დაწესდება. პრემიერს იმედი აქვს, რომ მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა ექნება.
