ბრაზილიაში, სან პაულუს შტატში, წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად 36 ადამიანი გარდაიცვალა
ბრაზილიაში, სან პაულუს შტატში, წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად, 36 ადამიანი გარდაიცვალა. დაინგრეულია საცხოვრებელი სახლები, დატბორილია საავტომობილო გზები. უსაფრთხოების მიზნით, ბრაზილიის ჩრდილოეთ სანაპიროს დიდ ქალაქებში ტრადიციული საკარნავალო ღონიძიებები გაუქმდა.
