მადრიდში ქართული კრიმინალური დაჯგუფების 25 წევრი დააკავეს
მადრიდში ქართული კრიმინალური დაჯგუფების 25 წევრი დააკავეს. ისინი ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ. ოპერაცია ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით ჩაატარა. ამოღებულია მოპარული ძვირად ღირებული საათები, სამკაულები, ელექტრონული მოწყობილობები, ასევე მუსიკალური ინსტრუმენტები. ესპანური მედიის ინფორმაციით, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და არ არის გამორიცხული, კრიმინალური ორგანიზაციის სხვა წევრებიც დააკავონ.