პარლამენტის თავმჯდომარე, ესპანეთის სამეფოს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე, ესპანეთის სამეფოს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით აქვს. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ყველა რეკომენდაცია შესრულდება. ესპანეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს რომ დელეგაციის წევრები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან, თუმცა ყველა მათგანი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. „როდესაც 2023 წლის მეორე ნახევარში ესპანეთი ევროკავშირის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, დამატებითი იმპულსი მიეცემა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ესპანეთის პრეზიდენტსაც იგივე სურვილი აქვს. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს, როგორც ევროპის ნაწილს“, - აღნიშნა ანტონიო გუტიერეს ლიმონესმა.
