რუსთაველის თეატრში მსახიობ ნანა ფაჩუაშვილის 80 წლის იუბილე გაიმართა
კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით, რუსთაველის თეატრში მსახიობ ნანა ფაჩუაშვილის 80 წლის იუბილე გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მსახიობის შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა. ნანა ფაჩუაშვილმა ნაწყვეტები რამდენიმე სპექტაკლიდან თავად შეასრულა. მოეწყო ფილმის ჩვენებაც. „მე და ჩემი 88 ანარეკლი“ მსახიობის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს.