ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოკითხვა
ევროპარლამენტის მაღალჩინოსნებმა კომპანია „ფაიზერთან“ გაფორმებული კონტრაქტის დეტალებზე ევროკომისიის პრეზიდენტის საჯარო გამოკითხვაზე უარი განაცხადეს. პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართება. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. საქმე ეხება ევროკავშირის მიერ „ფაიზერისგან“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად დადებულ კონტრაქტში ევროკომისიის პრეზიდენტის როლს. ამერიკულმა კომპანიამ და ევროკავშირმა 35 მილიარდი ევროს ოდენობის კონტრაქტს ჯერ კიდევ პანდემიის პიკის დროს მოაწერეს ხელი. არსებული ინფორმაციით, ამ დროს ურუსლა ფონ დერ ლაიენს პირადი მიმოწერა ჰქონდა „ფაიზერის“ ხელმძღვანელთნ, რაც ჯგუფური მოლაპარაკებების ტრადიციული ფორმატისგან განსხვავდება. „ეს მოვლენათა ირონიული განვითარებაა, იმის გათვალისწინებით, რომ კითხვები ფონ დერ ლაიენის „ფაიზერთან“ მოლაპარაკებების შესახებ სწორედ მოლაპარაკებების დროს გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო გაჩნდა. ახლა კი დისკუსია ამ საკითხზე ევროპარლამენტარების წინ და საზოგადოების მხედველობის მიღმა გაიმართება“, - წერს „პოლიტიკო“. „ფაიზერის“ვაქცინის მილიონობით გამოუყენებელი დოზა ევროკავშირის საწყობებში ამ დრომდე ინახება და უტილიზაციისთვისაა გადადებული. მომლაპარაკებლები კი უშედეგოდ ცდილობენ „ფაიზერისგან“ დათმობაზე წასვლას, რათა ვაქცინების მიწოდება შეჩერდეს.
