შეერთებული შტატები თურქეთს დამატებით ასი მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
შეერთებული შტატები თურქეთს დამატებით ასი მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ განცხადება ენტონი ბლინკენმა გააკეთა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია და სტიქიით დაზარალებული რეგიონები ვერტმფრენით დაათვალიერა. ენტონი ბლინკენი დახმარების ლოგისტიკურ ცენტრში მივიდა და განაცხადა, რომ სტიქიის შედეგად რთული მდგომარეობაა შექმნილი, თუმცა ზარალის სრული მასშტაბები ჯერ კიდევ დაუდგენელია.
