თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 000 გადააჭარბა
თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამაშველო ჯგუფებმა სამუშაოები ორი ყველაზე დაზარალებული პროვინციის, ქაჰრამან მარაშისა და ჰათაის გარდა, ყველგან შეწყვიტეს. ოფიციალური ანკარის ცნობით, დროის გასვლასთან ერთად, ნანგრევების ქვეშ გადარჩენილთა პოვნის იმედი იწურება. თურქეთში ორ ძლიერ მიწისძვრას 6 ათასზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ქაჰრამანმარაშის რეგიონში მიწისძვრის შედეგად დანგრეულ შენობებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 131 ადამიანი დააკავეს.
