სამხედრო დახმარება უკრაინას
სამხედრო დახმარების სახით უკრაინისათვის ეფ-16-ი მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემა ევროკავშირის მომდევნო ნაბიჯია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ დრომდე ზოგიერთი ქვეყანა, შეერთებული შტატების პოზიციის გათვალისწინებით, ამ თემაზე ყოყმანობს, მაგრამ მათ მთავრობაში ამ საკითხს ტაბუ ნამდვილად არ ადევს. მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინისთვის ავიაგამანდგურებლების გადაცემის საკითხის გასააქტიურებლად მსოფლიომ უნდა შექმნას შესაბამისი კოალიცია, როგორც ეს იყო გერმანული „ლეოპარდ 2-ის“ ტანკების გადაცემის შემთხვევაში.
