ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იმ სპეკულაციებს გამოეხმაურა, რომელიც მიგრაციას უკავშირდებდა. ირაკლი კობახიძე სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2018-2021 წლებში ქვეყნიდან მხოლოდ 29 000 ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა, ხოლო 2004-2012 წლებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ვერ სარგებლობდნენ, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 221 000 შეადგინა. ირაკლი კობახიძე წერს, რომ ვინც ქვეყნის დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებაზე რეალურად ზრუნავს, სპეკულაციების ნაცვლად, საქმიანი წინადადებების წარმოდგენაზე უნდა ფიქრობდეს.
