GFC 19
„ჯი ეფ სი-ს“ წლის პირველ ღონისძიებას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. ტურნირზე 13-მა ქართველმა იასპარეზა. ქართველი მებრძოლების გარდა, ოქტაგონზე აზერბაიჯანელი, თურქი, სომეხი, ირანელი, ებრაელი და ყირგიზი სპორტსმენები გავიდნენ. 11 დაპირისპირებიდან 6 ბრძოლა ანდერ ქარდზე გაიმართა, ხოლო 5 - მეინ ქარდზე, აქედან 1 ქამარზე. ყველა ბრძოლა ქართველების მოგებით დასრულდა.
