საქართველოში დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაცია შეიქმნა
ასოციაციის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა. ღონისძიებაზე ასოციაციის წამომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს დარგის განვითარებასა და მის ხელშეწყობაზე. ითქვა, რომ დარგით დაინტერესებულ ადამიანებს ასოციაციაში გაწევრიანება შეეძლებათ. დაინტერესებულ მხარეებში იგულისხმება როგორც სამთავრობო ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და კომპანიები.
