„მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისთვის“
ხვალ რუსთაველის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. საღამოს სპეციალური სტუმრები „ოსკარის" და „ოქროს გლობუსის" ნომინანტი, ცნობილი სოპრანო სუმი ჯო და მაესტრო ჯუზეპე საბატინი იქნებიან. მაყურებლის წინაშე წარსდგება მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძეც. კონცერტიდან შემოსული თანხით ქართველი ბავშვების გარდა თურქეთსა და სირიაში დაზარალებულ ბავშვებს დაეხმარებიან. ნინო სურგულაძის ფონდ “ნატვრის ხის” საქველმოქმედო კონცერტი ასევე მიეძღვნება პატრიარქის 90 წლის იუბილეს. გალა-კონცერტზე შესრულდება ილია მეორეს საგალობლები და მსოფლიო საოპერო და საესტრადო შედევრები.
