ვითარება უკრაინაში
გასული დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ოთხი საავიაციო და 15 სარაკეტო იერიში განახორციელეს. შეიარაღებული ძლების გენერალური შტაბის ცნობით ოკუპანტების სამიზნე ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და ხერსონის რეგიონების სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა. უწყების ცნობით, სამოქალაქო ობიექტებისა და სამხედრო პოზიციების წინააღმდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 50-ჯერ გახსნეს ცეცხლი. რუსეთის ჯარებმა მძიმე არტილერიით დაბომბეს ნიკოპოლი. შედეგად, ათამდე მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა. პარალელურად, უკრაინულმა ავიაციამ რუსული ჯარების დისლოკაციის ადგილი დაბომბა.
