უხვმა ნალექმა ხულოში პრობლემები შექმნა შიდა სასოფლო გზებზე
მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა რეკომენდებული. ადმინისტრაციულ ერთეულებთან და კურურტ გოდერძიმდე მისასვლელი გზა კი გახსნილია. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ქობულეთსა და ხელვაჩაურში სავარაუდოდ დღეს გზები სრულად გაიწმინდება.
