სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას კლინიკა ვივამედში სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი კონსილიუმი გაეცნო. მათი ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, კონსილიუმის წევრები ყურდაღებას ამახვილებენ პაციენტის წონაში კლებაზე. ეს კონსილიუმის წინასწარი შეფასებაა - საბოლოო დასკვნას კი მას შემდეგ წარმოადგენენ, როდესაც ვივამედიდან გამოთხოვილ ინფორმაციას გაეცნობიან.
