შეკითხვა პრემიერს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
პანელურ დისკუსიაზე ირაკლი ღარიბაშვილს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ჰკითხეს. საქართველოს პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი რევოლუციის იდეით ჩამოვიდა და წარუმატებელი გეგმის შემდეგ საპატიმროში აღმოჩნდა. პატიმრის ჯანმრთელობის მგდომარეობაზე საუბრისას კი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი კარგი მსახიობია.
