ბექა ღვინიაშვილმა თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან 5 ბრძოლის მოგება მოახერხა. ფინალში ბექა უნგრელ კრისტიან ტოტის შეხვდა, რომელსაც იპონით აჯობა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ჩვენი ქვეყანა თელ-ავივის გრანდ სლემზე 6 ძიუდოისტით გამოვიდა და სამმა მათგანმა მედალი მოიპოვა. ბექა ღვინიაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა ოქროს მედლები დაისაკუთრეს, ხოლო ლაშა ნადირაძე მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.
