ესპანეთი 3 - 41 საქართველო
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთი დამაჯერებლად 41:3 დაამარცხა და ნახევარფინალში პირველი ადგილით გავიდა. ლევან მაისაშვილის გუნდმა პირველი ტაიმი 22:3 მოიგო. „ბორჯღალოსნების“ მეტოქეს 6 ლელო გაუტანეს და 1 ტექნიკური ლელო ჩაეთვალათ. გუნდს კაპიტანი მერაბ შარიქაძე დაუბრუნდა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 3 მოგებით და პირველი ადგილით გადალახა, რის შედეგადაც, ნახევარფინალურ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. „ბორჯღალოსნების“ მეტოქე ბე ჯგუფის მეორე ადგილოსანი იქნება.
