უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება
საოკუპაციო ძალები ავიაიერიშებს აგრძელებენ. კუპიენსკში, ლიმანში, უგლედარში, ვოლნოვახასა და დონეცკის ოლქის სხვა ქალაქებში საოკუპაციო ძალების სამიზნეში უკრაინული არმიის ცოცხალი ძალა, საბრძოლო მასალების საწყობი და სხვა მნიშვენლოვანი ობიექტები მოქეცა. აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ლუგანსკისა და ხარკოვის მიმართულებით. აქტიურ კონტრშეტევბით ოპერაციას ატარებს უკრაინის შეიარაღებული ძალებიც. უკაიინის დაზვერვა თებერვლის ბოლოს მარტის დასაწყისში ფრონტის ხაზზე ვითარების გართულებას ელდოება. რუსული აგრესიის გააქტიურებას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტი თუმცა იმასაც ამბობს რომ დასავლელი პარტნიორების დახმარებით უკრაინა ტერორისტი ქვეყნის დამარცხებას შეძლებს.
