პრემიერის შეხვედრა ეუთოს გენერალურ მდივანთან
მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა. მხარეებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში საქართველოს როლსა და ჩართულობაზე ისაუბრეს. განხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ეუთოს ჩართულობის მნიშვნელობა, ასევე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.
